სასტუმრო "ქოუზი ლოფთ ჰოთელ" არის მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც მოიცავს ექვს სართულიან ნაგებობას და ინფრასტრუქტურულ ბლოკს. იგი მდებარეობს ბათუმში, სანაპირო ზოლიდან 2 კილომტერში. სასტუმროს სტანდარტები შეესაბამება მომხმარებლის ყველა აუცილებელ მოთხოვნას და გთავაზობთ დაუვიწყარი და პროდუქტიული დასვენებისთვის საჭირო მყუდრო გარემოს. კომპლექსში არის 25 აპარტამენტი, საიდანაც იშლება ულამაზესი პანორამული ხედები, რაც უფრო მეტად საინტერესოს ხდის მათ. ყველა ოთახი აღჭურვილია თანამედროვე დიზაინის ინტერიერით, ინდივიდუალური სააბაზანოთი, ტელევიზორით, კონდიციონერით, Wi-Fi-ითა და ყველა საჭირო კომპონენტით იმისთვის, რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ. ასევე, შეგიძლიათ განიტვირთოთ სასტუმროს უზარმაზარ ვერანდაზე, მიირთვათ უგემრიელესი კერძები და დატკბეთ თვალწარმტაცი ხედებით.